Saturday, April 22, 2017

მეცხრე დღე.

მოვისმინეთ ტრენინგის ყველა მონაწილის პროექტების პრეზენტაცია .ყველა ჩემი კოლეგის პრეზენტაცია ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია.განსაკუთრებით გამოვყოფდი გეოგრაფიის პედაგოგის ჟუჟუნა ჯაშის პროექტს-გზა ევროპისკენ,ისტორიის პედაგოგის მანანა ჯანიბეგაშვილის-მიგრაცია,ბიოლოგიის პედაგოგის მანანა კუნელაშვილის-ვირუსული ინფექციები. ტრენინგის  კურსი საკმაოდ საინტერესო და  ნაყოფიერი იყო, რისთვისაც უღრმესი  მადლობა  ჩვენს ტრენერს  ქალბატონ მანანას თანადგომისთვის.

Sunday, April 9, 2017

მერვე დღეტრენინგის მერვე დღეს მოვაწესრიგეთ პორტფოლიოები.დრაივზე შევქმენით ფეიჯები და პასილიტაციისთვის შევქმენით კითხვარები. პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.

Saturday, April 8, 2017

დღე -მეშვიდე:  განვიხილეთ გარდნელის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია,დავადგინეთ მოსწავლეთა საჭიროებები.რესურსებში მოვიძიეთ მოსწავლეთა მხარდაჭერა-ხარაჩოს მათოდით.განვიხილეთ პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა.პროცედურების ჩამოსაყალიბებლად.ბლოგზე შევქმენით გვერდები გაჯეტის საშუალებით.


Sunday, April 2, 2017

მე-6 დღე დავიწყეთ დავალების შემოწმებით,ვისწავლეთ  სლაიდშოუს ბლიოგში ჩაშენება,გამოვაქვეყნეთ ჩვენი მასალა ბლოგზე და ვისწავლეთ გამოყენებული მასალის მონახაზის რეჯიმში გადაყვანა,დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები და გავაკეთეთ კომენტარები,შევქმენით მოსწავავლეთა ნაშრომის შეფასების რუბრიკა,ვისწავლეთ ,რომ აუცილებელია ინდიკატორების დაწერა მიზნების შესაბამისად.
დღე იყო სასიამოვნო და დატვირთული.